უკრაინის დაზვერვა: ბერდიანსკში ლიკვიდირებულია კოლაბორაციონისტი

უკრაინის დაზვერვის სახელმწიფოს სამმართველოს ცნობით, ბერდიანსკში, აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია კოლაბორაციონისტი ევგენი ანანიევსკი.
დაზვერვის ინფორმაციით, 5 მაისს, 9:40 საათზე აფეთქდა ანანიევსკის კუთვნილი მანქანა Ford Kuga. აფეთქების შედეგად მანქანის პატრონი ადგილზე დაიღუპა.
დაზვერვის სამმართველოს ცნობით, მოკლული ბერდიანსკის N77 გამოსასწორებელი კოლონიის თანამშრომელი იყო.
ადგილობრივმა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გამოძიება დაიწყეს.