უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვა რუსული დრონების მწარმოებლის საიდუმლო მასალები

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოიპოვა დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიის, 2016 წლიდან სანქცირებული „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის“ საიდუმლო დოკუმენტაცია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, ეს კომპანია აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს „ორლანს“, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას.
დაზვერვის სამმართველოს მიერ 8 იანვარს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებულია 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები, რომელთა შორისაა ნახაზები, ტექნიკური ამოცანები, პატენტები და პროგრამული უზრუნველყოფა. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ დოკუმენტებს უკვე იყენებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერაციის დროს და სხვა დეტალებს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ სთვის კრიტიკული მნიშვნელობის ერთ-ერთი საწარმოს საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება შესაძლებელი გახდა „სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან და მედიასთან ეფექტური ურთიერთქმედებით”.
რუსეთს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ამ განცხადებაზე საჯაროდ ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა