უკრაინის დაზვერვამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმმა “პრიზრაკი” ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.

უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია შემდეგი სამხედრო ობიექტები:

  • რადიოლოკაციური კომპლექსი “უტიოს-1”
  • სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა “გლონასი”
  • სახმელეთო რადიოლოკაციური სადგური MP-10M1
  • რადარი 96Л6-АП

დაზვერვის სამსახურში აღნიშნეს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს სისტემატიურად მიაქვს იერიშები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეგრელიშვილი: მერე რა, რომ რიკოთი წვიმაში თავზე გაცვივა და გარშემო სოფლები მიწამ ჩაყლაპა? მერე რა, რომ უნივერსიტეტებს დახურავენ? მერე რა, რომ ბრწინვალე ქირურგი სამსახურიდან გააგდეს? მერე რა, რომ…