უკრაინის გენშტაბი – უკრაინის საჰაერო ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს ბახმუტის რაიონში, რომელიც დროებით ოკუპირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.
მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაძლებლობა, კონტროლი განახორციელოს პოკროვსკის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…