უკრაინის გენშტაბი – უკრაინელებმა რუსების ორი ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი ადასტურებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი „სუ-34“ და „სუ-30“ ტიპის ორი ბომბდამშენი გაანადგურეს.
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 2 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა და განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ჯერ გაუხსნეს. თავდასხმების შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 12 ადგილს, საბრძოლო მასალის საცავსა და საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყეს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების მიერ გაშვებული „შაჰედ-136/131“ ტიპის 31 დრონიდან 29 გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს