უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ამზადებს „პროვოკაციას“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსმა სამხედროებმა შესაძლოა პროვოკაცია განახორციელონ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 აპრილს, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

“რუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აქ იგულისხმება ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ.
“ეს არის მიზანმიმართული რუსული ქმედებები, როდესაც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის რისკით ს აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟის პრაქტიკას, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის გენერალური შტაბი შტაბი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ აეს-ის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას შეუძლია უზრუნველყოს სადგურის უსაფრთხოება.
7 აპრილს ელექტროსადგურზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. და რუსეთი ინციდენტზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
11 აპრილს, უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიებზე.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან.

ასევე დაგაინტერესებთ