უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 559 ბავშვია დაღუპული

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ში 559 ბავშვი დაიღუპა და 1449 დაიჭრა. განახლებული მონაცემები დღეს, 9 ივლისს გამოაქვეყნა უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა.
ინფორმაცია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს ეფუძნება. სავარაუდოა, რომ დაღუპული ბავშვების რიცხვი გაცილებით მეტია.
8 ივლისს, კიევზე ს სარაკეტო შეტევას 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.12 დაიჭრა. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, დაიღუპნენ 8 და 14 წლის გოგოები და 8 და 10 წლის ბიჭები.
8 ივლისს, კიევში ორ კლინიკაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე, საცხოვრებელ კორპუსზე, სამრეწველო ობიექტსა და ბიზნეს-ცენტრზე დარტყმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 117 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევში სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოზე დარტყმა უარყო და განაცხადა, რომ ნგრევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივლისს, მაღალი სიზუსტის იარაღით შეუტიეს უკრაინის სამხედრო მრეწველობის ობიექტებს და საავიაციო ბაზებს და ეს იყო პასუხი უკრაინის მცდელობებზე, რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყას ენერგეტიკის ობიექტებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ცინიზმი უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის(Х-101) ფრაგმენტები.
უკრაინამ გამოძიება ომის დანაშაულის მუხლით დაიწყო და მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. სხდომა 9 ივლისს გაიმართება.