უკრაინის არმიის მთავარსარდალი აცხადებს, რომ ფრონტის წინა ხაზზე მდგომარეობა უარესდება, ჯარები უკან იხევენ

28 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ს ჯარების მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთში გაუარესდა, იერიშზეა “მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ” და მიაღწია “გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს” – აიძულა უკრაინის ჯარები ახალ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრებულიყვნენ.
”სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა,” – წერს გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი Telegram-ზე. სირსკის თანახმად, რუსეთის ჯარმა რამდენიმე მიმართულებით გააძლიერა იერიში და მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია ძალების და საშუალებების მხრივ.
სირკის თანახმად, უკრაინის არმიის მეთაურები, “რათა დაზოგონ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, უკან იხევენ უფრო დაცულ პოზიციებზე. სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა მიაღწია გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო.
უფრო ადრე იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ახალი დარტყმა მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მოუწოდა ევროკავშირს და ნატოს, დააჩქარონ პროცესი, რათა მისი ქვეყანა უფრო სწრაფად შეუერთდეს დასავლურ ორგანიზაციებს. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები – კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე – მუშაობენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ