უკრაინის არმია იუწყება დარტყმებზე კასპიის ზღვაში, “ლუკოილის” ჭაბურღილების სამ ობიექტზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება დარტყმების შესახებ კასპიის ზღვაში, კომპანია “ლუკოილის” სამი ჭაბურღილის ობიექტებზე. განცხადების თანახმად, ობიექტები ჩართული იყვნენ ს არმიის უზრუნველყოფაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზიანის მასშტაბი დაზუსტების პროცესშია. განცხადებაში არც ისაა დაკონკრეტებული, რა საშუალებებით განხორციელდა დარტყმები. ცნობა დამოუკიდებლად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბი დეკემბერშიც იუწყებოდა კასპიის ზღვაში ს სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმების თაობაზე.
ფორუმი