უკრაინის არმია ამერიკული იარაღის ახალ პარტიას მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სააგენტომ, რომელსაც თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები ეხება, 23 ივლისს გამოაქვეყნა პრესრელიზები უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების HAWK Phase III-ის, მათი ტექმომსახურებისა და დანადგარების და 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქვეითთა საბრძოლო მანქანების Bradley-ს მიყიდვის გადაწყვეტილების შესახებ.
თანხაში შედის Bradley-ების რემონტისთვის უკრაინის მიერ მოთხოვნილი მომსახურების ხარჯიც.
ქვეითთა ამ საბრძოლო მანქანებითა და სარაკეტო სისტემებით HAWK უკრაინის არმიის მომარაგება ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტებით დაიწყო.
23 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, სადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ისევ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს შეთანხმებით, ამერიკულ იარაღს უკრაინისთვის ევროპელი მოკავშირეები შეიძენენ.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა ს პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო ში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა, რომ -ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს