უკრაინის არმია ადასტურებს თავდასხმას ქიმიურ საწარმოზე მოსკოვის შემოგარენში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 7 ივლისს დაადასტურა დრონებით განხორციელებული დარტყმა მოსკოვის ოლქში, ქალაქ კრასნოზავოდსკში მდებარე ქიმიურ საწარმოზე.
ესაა ერთ-ერთი საწარმო, რომელიც უშვებს საბრძოლო მასალებს და ნაწილებს “შაჰედის” ტიპის დრონებისთვის – ნათქვამია განცხადებაში. დარტყმა განხორციელდა 7 ივლისის ღამეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრასნოზავოდსკის რაიონში “აღირიცხა აფეთქებების სერია და სახანძრო ტექნიკის გადაადგილება”.
ადგილობრივი მოსახლეობა ტელეგრამის არხ Shot-ს ეუბნება, რომ აფეთქებების ხმა ესმოდა. მათი თქმით, დრონები დაბლა დაფრინავდა და საერთო ჯამში 10-მდე აფეთქების ხმა გაისმა ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმოს რაიონში.
დაზარალებულებზე ცნობები არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 7 ივლისის ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს უკრაინის 91 დრონი. უწყების თანახმად, ყველაზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულ იქნა ბელგოროდის (20), კურსკის (14) და ლიპეცკის (9) ოლქების თავზე. რამდენიმე დრონი მოიგერიეს მოსკოვის შემოგარენში – აცხადებს სამინისტრო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე