5 იანვარს უკრაინის ჯარმა განაახლა შეტევითი ოპერაციები რუსეთის კურსკის რეგიონში მინიმუმ სამი მიმართულებით და მიაღწია ტაქტიკურ წინსვლას, -მნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
რუსული წყაროები, სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები, ირწმუნებიან, რომ უკრაინის ჯარმა სამ ტალღად ჩაატარა რამდენიმე მექანიზებული შეტევა სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით ბატალიონის ზომის უკრაინული ჯავშანტექნიკა. კურსკში კონცენტრირებულმა უკრაინელმა სამხედროებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ლეონიდოვოს მიმართულებით (კორენევოს სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ჩაატარეს გაძლიერებული ოცეულის მექანიზებული შეტევა სუჯის მიდამოში.
5 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები, ანალიტიკოსების დაკვირვებით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დაწინაურდნენ დაბა ბერდინის სამხრეთ-დასავლეთით და და შევიდნენ დასახლებული პუნქტის სამხრეთ ნაწილში შევიდნენ.
5 იანვარს, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ, განაცხადა, რომ “რუსეთის ჯარებს კურსკში რამდენიმე მიმართულებით დაესხნენ თავს, რაც მათთვის მოულოდნელი იყო.”
ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი შეტევა წამოიწყეს კურსკის რეგიონში. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ “კარგი ამბავი” მოდის კურსკის რეგიონიდან და რომ რუსეთი “იღებს იმას, რასაც იმსახურებს.” სხვა კონკრეტული ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის კურსკის რაიონში მიმდინარე შეტევითი ოპერაციის შესახებ არ გაუვრცელებია.
2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა შეტევის შედეგად დაიკავეს რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილი. შემდგომში, როგორც ვარაუდობენ, რუსეთმა ამ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაიბრუნა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ უჭირავთ სუჯა და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.
ფორუმი