უკრაინის ავიაციამ, მისი სარდლის ცნობით, ყირიმში რუსეთის სამეთაურო ცენტრი გაანადგურა

უკრაინის სამხედრო ავიაციის 6 იანვარის განცხადებით, ღამის იერიშის დროს განადგურებულ იქნა ს სამეთაურო ცენტრი ავიაბაზა „საკიზე“, მოსკოვის იმიერ ანექსირებულ ს ნახევარკუნძულზე.
„ყველა სამიზნეს მოვარტყით“ – დაწერა ტელეგრამის არხზე უკრაინის სამხედრო ავიაციის სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა და დასძინა, რომ რუსეთმა დაკარგა „კიდევ ერთი სამეთაურო ცენტრში ყირიმში.
ეს განცხადება ერთი დღის შემდეგ განვრცელდა მას მერე, რაც მ გამოაცხადა, რომ ცალკეული დარტყმები მიაყენა რუსეთის სამეთაურო ცენტრსა და ბაზას ყირიმში, რითაც „სერიოზული ზარალი“ მიაყენა რუსეთის თავდაცვის სისტემას.
6 იანვარს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ყირიმში ღამით უკრაინის ექვსი რაკეტა ჩამოაგდო. ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის არმია ხშირად ესხმის თავს რუსეთის სამხედრო ობიექტებს ყირიმში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაა, მაგრამ მოსკოვმა 2014 წელს საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიკავა.