“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ” – იენს სტოლტენბერგი

“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ” – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ს გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. მისი განცხადებით, საქმე ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მხარდაჭერა შტატების ინტერესებშია.
“ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ თუ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, ს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
-ის სახელმწიფო მდივნის, ს თქმით, პუტინს NATO-ს დასუსტება სურდა, თუმცა ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
“პროცესი, რომელიც ჩვენ რეალურად ვნახეთ რეკორდულ დროში, ჯერ ფინეთთან და ახლა შვედეთთან, აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება, მათ შორის უკრაინისთვის, რომელიც გახდება ალიანსის წევრი. ფაქტობრივად, ს პრეზიდენტმა დააჩქარა ის, რის პრევენციასაც ცდილობდა. მას სურდა ნატოს დაპატარავება. ახლა ის უფრო დიდია და კიდევ უფრო დიდი ხდება. მას სურდა ნატოს დასუსტება. ის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს