უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავენ – მედია

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე ს ფედერაციასა და ს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხსაც განიხილავენ.
უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.