უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების დაწყებას დღეს ელოდებიან

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება დღეს, 16 მაისს დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერენ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ 15 მაისს, ღამით სტამბოლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას 16 მაისს, დილის ათი საათიდან დაელოდებიან.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მაისს დანიშნა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება 15 მაისს უნდა დაწყებულიყო.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირდადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან. უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთი უკვე დატოვა.
დღეს, 16 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გეგმავს შეხვედრებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან და უკრაინის დელეგაციასთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად