უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს — ბოჭორიშვილი

„უკრაინელი ხალხის ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომლის მოწმენიც დღეს ევროპის გულში ვართ, ჩვენს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგის ფორუმზე.
ჰააგაში დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალ კონვენციას, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საერთაშორისო სასარჩელო კომისიას შექმნის. საერთაშორისო სასარჩელო კომისია წარმოადგენს ს აგრესიულ ომთან დაკავშირებული საკომპენსაციო მექანიზმის მეორე ნაწილს და ის დაეფუძნება უკრაინის ზიანის არსებულ რეესტრს.
საქართველო კონვენციის დამფუძნებელ სახელმწიფოებს შორისაა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. ს უნდა ჰქონდეს სათანადო ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის ხალხს ამ უსამართლო ომის შედეგად მიადგა. საქართველო, როგორც ზიანის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო სარჩელების კომისიის შექმნისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ბევრზე უკეთ აცნობიერებს, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა და საკუთარი გამოცდილებით იცის, რა მძიმე ჰუმანიტარული ფასი აქვს დაუსჯელ უსამართლობას —მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, სახლების ნგრევასა და იმ იარებს, რომელიც საზოგადოებას რჩება მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობის დაყენება არ ხდება.
„დღესაც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოსაყენებლად, რათა ს მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები დავიწყებას არ მიეცეს. მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებისა, რომლებიც რუსეთს საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობას აკისრებს, ის აგრძელებს საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გააზრება და სათანადო ნაბიჯების გადადგმა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართალი აღსრულდეს“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან თქვა, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულია და ამ მიმართულებით აფასებს მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერას.
„საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ პასუხს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა.
საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სამართლიანობის უფლებას“, — დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს, 16 დეკემბერს, ჰააგის მსოფლიო ფორუმზე შეიკრიბნენ ლიდერები ევროპიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან და ხელი მოაწერეს უკრაინისთვის საერთაშორისო სასარჩელო კომისიის დამფუძნებელ კონვენციას.
ფორუმის მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, უკრაინის პრეზიდენტი , ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
უკრაინის ზიანის რეესტრი, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და რომელსაც ეფუძნება ახალი მექანიზმი, აღრიცხავს ში ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და საჯარო ორგანოების მიერ წარდგენილ კომპენსაციის მოთხოვნებს. რეესტრში, რომელმაც უკვე მიიღო 80 000-ზე მეტი მოთხოვნა, 44 სახელმწიფო და ევროკავშირი გაწევრიანდა.
საერთაშორისო სასარჩელო კომისიის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ნიდერლანდებმა და უკრაინამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით წელს დაიწყეს. 50-ზე მეტმა დაინტერესებულმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა იმუშავეს ევროპის საბჭოს კონვენციის შემუშავებაზე, რომელიც კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კონვენცია ღიაა სხვა ქვეყნებისა და რეგიონული ორგანიზაციებისთვის ხელმოსაწერად.
სარჩელების საერთაშორისო კომისია განიხილავს, შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ზიანის რეესტრში წარდგენილ პრეტენზიებზე და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში უნდა გადაეცეს. კომისიის დამფუძნებელი კონვენცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას რატიფიცირებას გაუკეთებს 25 ხელმომწერი მხარე იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი თანხები კომისიის საწყისი სამუშაოს მხარდასაჭერად.