უკრაინელი პოლკოვნიკი: ავდიივკას მიმართულებით მწირი წინსვლა რუსეთის ფედერაციას ძალიან ძვირი დაუჯდა

რუსი ოკუპანტები ავდიივკის მიმართულებით ორ კილომეტრამდე დაწინაურდნენ და თითქმის 25 000 ადამიანი დაკარგეს, – ამის შესახებ ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.

„10 ოქტომბრიდან, როდესაც ოკუპანტი გააქტიურდა, ის ორი კილომეტრით დაწინაურდა. მაგრამ ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდა. 2 თვეში მხოლოდ დონეცკის რეგიონში, ტავრიის საჰაერო თავდაცვის სისტემის ოპერატიულ ზონაში მოწინააღმდეგემ დაკარგა თითქმის 25 ათასი ადამიანი“, – აღნიშნა მან.

მან, ასევე, დაამატა, რომ განადგურებულია 200-მდე ტანკი და 400-ზე მეტი სხვა ჯავშანმანქანა.

„ამ მაჩვენებლების 80% სწორედ ავდიივკას მიმართულებით განადგურდა“, – აღნიშნა პრესმდივანმა.

პოლკოვნიკი აღნიშნავს, რომ დამპყრობელს აქვს უპირატესობა ცოცხალ ძალაში.

ამასთან, მან დასძინა, რომ ოკუპანტების ზოგიერთი დანაყოფი საკმაოდ ძლიერი, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ თავიანთი სამუშაო.