უკრაინელი დეპუტატი – აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტს საბოლოოდ დაუჭირა მხარი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა პაკეტი უკრაინის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იაროსლავ ჟელეზნიაკი იუწყება.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს. კანონპროექტმა რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა.
ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.

ასევე დაგაინტერესებთ