უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა სამი წლიდან ერთ წლამდე უმცირდებათ

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა სამი წლის ნაცვლად, მხოლოდ ერთი წლით შეეძლებათ. გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სახელით აწერს ხელს.
ს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყების დროს, უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის ვადით შეეძლოთ. ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს, მთავრობამ მათ ქვეყანაში ყოფნის ვადა ორ წლამდე გაუხანგრძლივა, 2024 წლის 23 აპრილიდან კი ეს ვადა სამ წლამდე გაიზარდა.
ახალ დადგენილებაში, რომელიც 2025 წლის 2 აპრილით არის დათარიღებული, უკრაინელების საქართველოში ყოფნის წესები კვლავ ომამდე არსებულ მოცემულობას უბრუნდება.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამონაკლისი დაწესდება 2025 წლის 24 თებერვლამდე საქართველოში შემოსულ უკრაინელებზე:
„უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე“.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ასობით ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოვიდა საქართველოში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა