უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 80 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ 135 დრონით შეუტიეს, აქედან 80 – უკრაინელებმა გაანადგურეს, 44 ლოკალურად დაიკარგა, 2 – ბელარუსში გაფრინდა, 10 კი – ისევ ჰაერშია და საბრძოლო სამუშაოები გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საზენიტო ბრძოლის შედეგად 80 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, სუმის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ხმელნიცკის, რივნეს, ხარკოვის, ხერსონის, ვოლინის, ვინიცის ოლქებში ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ