უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები გაანადგურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უნიკალური სპეციალური ოპერაციების შემუშავებას და განხორციელებას შავი ზღვის წყლების რუსი დამპყრობლებისგან, მათი სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისგან გასაწმენდად.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. მისი სამიზნე უკრაინის გაზის წარმოების პლატფორმებზე განლაგებული რუსული რადიოლოკაციური აღჭურვილობა იყო“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც მოწინააღმდეგე საჰაერო და წყალზედა ვითარების მონიტორინგისთვის იყენებდა, ასევე საწყობები და კოშკურაზე არსებული საცხოვრებელი ბლოკი.
„კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ შავ ზღვაში რუსული ხარახურის ადგილი არ არის“, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს