უკრაინელებმა, სავარაუდოდ, გაანადგურეს და დააზიანეს ორი რუსული თვითმფრინავი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ირიბად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების და დაზიანების შესახებ.
უკრაინულმა მედიამ და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა 14 იანვარს, ღამით, გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის რადიოლოკაციური თვითმფრინავი А-50 და დააზიანეს ბომბდამშენი Ил-22. თვითმფრინავებს А-50 იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის.
„ეს თქვენ დნეპრისთვის… ჯერჯერობით დეტალების გარეშე“, – დაწერა დღეს, 15 იანვარს, ტელეგრამზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. 14 იანვარს ერთი წელი გავიდა ქალაქ დნეპრში, მრავალსართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან, რომელსაც 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ ცნობები А-50-ის განადგურების შესახებ ზუსტია, ხოლო Ил-22-ის შესახებ – 98%-ით. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვერსიაც, რომ თვითმფრინავები შეცდომით ჩამოაგდეს თავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა. ოფიციალურად არც უკრაინას და არც რუსეთს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?