უკრაინელებმა რუსეთში დაბომბეს ქარხანა, რომელიც ს შეიარაღებულ ძალებს ამარაგებდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა, თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, 16 სექტემბრის ღამეს რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა“ | ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბენზინს, დიზელს, მაზუთს, ტექნიკურ გოგირდსა და სხვა ნავთობპროდუქტს აწარმოებს.
“გადამუშავების მოცულობამ 2023 წელს 4.8 მილიონი ტონა შეადგინა. საწარმო ს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული“ | განმარტავს უკრაინის გენშტაბი