ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმით, უკრაინა სერიოზულ დარტყმას აყენებს რუსეთის ეკონომიკას.
კარგად დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, უკრაინელებმა რუსეთს, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს – წერს გამოცემა “The Sun”
უკრაინული კრეატიულობა რუსეთის ეკონომიკის გულს ურტყამს. ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე ზუსტი დარტყმები, რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო მანქანის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მფრინავი დრონები, რუსეთის უზარმაზარ ნავთობისა და გაზის იმპერიას ჯოჯოხეთის ცეცხლოვან ჯაჭვად აქცევს.
ეს ბრწყინვალე ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ომის რეალობა დაანახვოს რუსეთის მოსახლეობას – წერს გამოცემა.უკრაინულმა დარტყმებმა საწვავის სერიოზული დეფიციტი გამოიწვია რუსეთში. ამან შეიძლება უზარმაზარი ზეწოლა მოახდინოს კრემლის უნარზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რუსული ენერგორესურსების ექსპორტი, ბიუჯეტის 40%-ს შეადგენდა. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ნავთობისა და გაზის ექსპორტი, რუსეთის შემოსავლების 30%-ს მაინც შეადგენს.უკრაინა, პირდაპირ ესხმის თავს სასიცოცხლო მნიშვნელობის ლოგისტიკას.
მიზანი ომის დაფინანსების შეწყვეტაა. ნავთობის გადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, პირდაპირი დარტყმაა კრემლის შემოსავლებზე – ასკვნის “The Sun”.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა
