უკრაინელებმა რუსების ცხრა დრონი და ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელმა დამცველებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის ცხრა დრონი და ცხრა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ს სარატოვის ოლქიდან, Ту-95мс სტრატეგიული თვითმფრინავიდან გაშვებული X-101/X-555 ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტითა, ოკუპირებული დან – „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან КАР Х-59 რაკეტით შეუტიეს.
ამასთან, რუსებმა ს პრიმორსკო-არხარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან „შაჰედის“ ტიპის 11 დრონი გაუშვეს.
უკრაინელმა სამხედროებმა 18 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: X-101/X-555 ტიპის ცხრა ფრთოსანი რაკეტა და Shahed-136/131 ტიპის ცხრა დრონი.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე მობილური საცეცხლე ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები.

ასევე დაგაინტერესებთ