უკრაინელებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ს მიერ სკენ გაშვებული ორივე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტები ოკუპირებული ს ტერიტორიიდან ისროლეს.
„მტერმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია კიევს. სამიზნეები განადგურებულია“, – აღნიშნა ოლეშჩუკმა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქების ხმები გაისმა. დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. რაკეტების ნამსხვრევები კიევის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა. დაზიანდა 2 მაღალსართულიანი შენობა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.