უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 64 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 41 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 22 გაუჩინარდა, მათგან 3 ს და 1 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.