უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და სამი დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და სამი დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20 აპრილის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“, ორი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და ორი Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქის სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, თუმცა რუსების თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ