უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 126 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთი „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო რუსების მიერ გაშვებული 35 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ოდესის, ხარკოვის, სუმისა და ს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ს, ჟიტომირის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას