უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 136 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 51 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 60 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 2 ს მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 20 დრონი ჰაერშია და საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„7:00 საათის მდგომარეობით, საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის ძალებმა სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ს, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნივცის ოლქებში მტრის 51 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
რუსულმა ძალებმა დრონები კურსკის, ორიოლისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.