„უკრაინელები 28 სოფელს აკონტროლებენ“ — კურსკის გუბერნატორი

კურსკის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი, აცხადებს, რომ უკრაინელები კურსკში 28 სოფელს აკონტროლებენ და სიტუაცია რთულია.
მისი თქმით, რეგიონიდან 121 000 ადამიანია ევაკუირებული, 59 000 კი ევაკუირებას ჯერ კიდევ საჭიროებს.
„თქვენი ბრძანებისამებრ, მოსახლეობის ევაკუირება ორ ეტაპად დავყავით. […] 8 აგვისტოს დავიწყეთ ევაკუირება 6 სასაზღვრო რაიონიდან“, — უთხრა სმირნოვმა პუტინს ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე.
სმირნოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 12 კილომეტრის სიღრმეზე არიან რეგიონში განლაგებულები და ფრონტის ხაზის სიგანე 40 კილომეტრია.
პუტინმა სმირნოვს საუბარი შეაწყვეტინა, რომ ფრონტის სიღრმესა და სიგანეზე თავდაცვის მინისტრი ილაპარაკებდა და გუბერნატორს სჯობდა სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებზე გაემახვილებინა ყურადღება.
სმირნოვის პასუხის შესაბამისად, რუსეთის 2000 მოქალაქე უკრაინის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ რჩება კურსკში და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
მოსახლეობის ევაკუაცია მეორე სასაზღვრო რეგიონიდან, ბელგოროდიდანაც მიმდინარეობს. ბელგოროდის ოლქი კურსკის ოლქის მეზობლად მდებარეობს უკრაინის საზღვართან.
პუტინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს „მთავარი ამოცანაა, გაყაროს მტერი რუსეთის ტერიტორიიდან“.
BBC იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 30 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს, რაც ყველაზე მასშტაბური რეიდია უკრაინის მხრიდან მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს ში სრული მასშტაბით შეიჭრა.
შაბათს, 10 აგვისტოს გვიან საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის დასავლეთით საზღვართან მოქმედებენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინას ომი „აგრესორის ტერიტორიაზე“ გადააქვს.
„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას შეუძლია აღადგინოს სამართლიანობა და აგრესორზე სათანადო ზეწოლა მოახდინოს“, — თქვა ზელენსკიმ.
ინფორმაცია უკრაინელების მხრიდან კურსკის რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით პირველად შვიდ აგვისტოს რუსული ტელეგრამ-არხებიდან გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ 6 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.
როგორ დაიწყო ყველაფერი, ნახეთ აქ:
უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს – რუსული ტელეგრამ-არხები
ასევე წაიკითხეთ:
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი იყო