ცდილობს კონტროლის აღდგენას საჰაერო სივრცეზე

მიმდინარე წელს უკრაინის პრიორიტეტი იქნება კონტროლის აღდგენა საჰაერო სივრცეზე – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ფონზე, როცა განაგრძობს ძლიერ საჰაერო შეტევებს თავის მეზობელ ქვეყანაზე.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს მოუწოდა ს მიაწოდონ მაღალი ტექნოლოგიის იარაღი, მათ შორის გრძელი რადიუსის რაკეტები და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, და ამით კიევს დაეხმარონ “ციდან ს გაგდებაში”.
ამ წლის დაწყებიდან რუსეთი განსაკუთრებით ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაზე, რის გამოც მძლავრი ზეწოლის ქვეშაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, კლებულობს ტყვია-წამლის და აღჭურვილობის მარაგებიც.
“2024 წელს, ცხადია, პრიორიტეტია ციდან რუსეთის გაგდება” – თქვა კულებამ და დასძინა: “რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, გადაწყვეტს როგორ დასრულდება ომი”.
დავოსში კულებას გამოსვლის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საჰაერო განგაში.