უკრაინა ქვეყნის პორტებში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) თხოვნით მიმართა, რომ, რუსული არმიის მხრიდან გაძლიერებული დაბომბვის ფონზე, ოდესის რეგიონის სამხრეთით მდებარე პორტებში სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს.
სიბიგამ ოდესაში, სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის (NB8) ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის პორტებზე, მარცვლეულის საცავებსა და სამოქალაქო გემებზე საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა 6 ოქტომბრიდან უკრაინის პორტებში ოთხი სამოქალაქო გემი დააზიანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა