საქართველოს პრეზიდენტს კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, პარიზში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მასთან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ.
ზელენსკის თქმით, ის ზურაბიშვილს კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად.
“პარიზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი. გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისი ღირსეული მომავლისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის. სთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, ს სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელ ევროპაში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული