უკრაინა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მორიგ პროვოკაციას გეგმავს, რათა დაადანაშაულოს.
უკრაინის გენშტაბი დაზვერვის ინფორმაციას ეყრდნობა და ნათქვამია, რომ ოკუპანტებს სურთ ჩაატარონ ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.
გასულ დღეებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით იერიში მიიტანეს. კიევში კი ამბობდნენ, რომ ეს მოსკოვის პროვოკაცია იყო.
ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.