უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 18 მარტის ღამეს, ს მიერ გაშვებული 22 დრონიდან განადგურებულია 17.
“საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩამოგდებული 17 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. დრონები განადგურებულია ს, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცკის, ზაპოროჟისა და როვენის ოლქებში”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
ოკუპანტებმა დრონების რუსული ქალაქიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.
გარდა ამისა, რუსეთმა ხარკოვის ოლქზე C-300 ტიპის 5 რაკეტით მიიტანეს იერიში, ხოლო სუმის ოლქი 2 მართვადი საავიაციო X-59 ტიპის რაკეტებით დაიბომბა.
რუსეთი ს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.