უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 მარტს ს მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 განადგურებულია.
დრონები აფრინდა ოკუპირებული დან და შავი ზღვის აკვატორიიდან. შეტევა ოდესისა და ნიკოლაევის ოლქის მიმართულებით მიმდინარეობდა.
უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებისგან ოდესაში დაზიანდა 2 აგროსაწარმო. ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურმა უკვე ჩააქრო.
გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა 7 რაკეტა გაისროლეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.