“უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ახლა ჯერი პუტინზეა” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს – იტყობინება, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების შესახებ ისაუბრა.
მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ახლა პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა” – განაცხადა ემანუელ მაკრონიმ.
“დღეს ძალიან პოზიტიური საუბარი შედგა პრეზიდენტ ზელენსკისთან რომში. უკრაინაში ომის დასრულება ჩვენი საერთო მიზანია პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს დღეს კიდევ ერთხელ გამიმეორა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად იმუშაოს მის განსახორციელებლად. ახლა პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გასული წლის მარტში, პარიზში დაწყებული კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ როგორც ცეცხლის შეწყვეტას, ასევე უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას.” – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, ზელენსკიმ და მაკრონიმ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს.
და პირისპირ საუბრობენ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“, – წერს სიბიგა.