უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად – კიევი საქართველო-რუსეთის საზღვართან მყოფ უკრაინელებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მზადაა ს მიერ დეპორტირებული უკრაინელების დასახვედრად და მუშაობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.
უკრაინის საგარეო უწყების ეს განცხადება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს საგანგებო ბრიფინგის პასუხია, საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელა.
9 აგვისტოს “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და “დარიალის” საკონტრო-გამშვებ პუნქტთან შექმნილი კრიზისის გაჭიანურებაში დაადანასაულა:
„პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე“.
საუბარია საქართველო-რუსეთის საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველო არ იღებს “სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”.
“უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება. შეგახსენებთ, რომ წინა თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაახლებს თავის მოწოდებას რუსეთის მხარისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გააჟღერა, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან ან ბელარუსთან. უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
· 6-დან 7 აგვისტოს ღამეს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩავიდა, სადაც ის შეხვდა უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად იმყოფებიან.
· “დიპლომატმა აცნობა მათ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად გატარებული ღონისძიებების შესახებ.
· 7 აგვისტოს, სამ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება და შედგა შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები. ქართულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.
8 აგვისტოს, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენს დიპლომატებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, საქართველოში უკრაინის საელჩოს აცნობა ჩვენი თანამემამულეების შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 5 აგვისტოს გამოცხადდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ მისიას რუსული მხარის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.
· 9 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება უკრაინის 87 მოქალაქე, რომლებსაც “მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ, გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს”.
· უკრაინის ეს მოქალაქეები რუსეთმა დაადეპორტა და საქართველო-რუსეთის საზღვართან დატოვა.