ევროკავშირისგან მიიღებს 90 მილიარდ ევროს, მაგრამ არა გაყინული რუსული აქტივებიდან

ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. ნაცვლად ამისა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან მიიღებს 90 მილიარდ ევროს. სესხი უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების საკითხზე მსჯელობდნენ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 დეკემბერს დაიწყო. მრავალსაათიანი მოლაპარაკება გასულ ღამით დასრულდა.
უკვე 19 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ანტონიუ კოშტამ მხოლოდ ზოგადად დაწერა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროთი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 90 მილიარდი ევრო უპროცენტო კრედიტია, რომელსაც უკრაინა გადაიხდის სგან კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, რუსული აქტივები კი გაყინული იქნება, სანამ კომპენსაციას არ გადაიხდის.
18 დეკემბერს ბრიუსელში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი . მან ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა მწვავე პრობლემებზე, რომლებიც უკრაინას ელოდება, თუ დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ ევროკავშირი დადებითად გადაწყვეტდა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს