და პოლონეთი რუსული დივერსიების აღსაკვეთად ერთობლივ ჯგუფს შექმნიან

უკრაინა და პოლონეთი რუსული დივერსიების აღსაკვეთად ერთობლივ ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
კერძოდ, ზელენსკიმ და ტუსკმა პოლონეთის რკინიგზაზე ცოტა ხნის წინანდელი დივერსიული აქტები განიხილეს.
მზად არის პოლონეთთან სხვადასხვა დონეზე ითანამშრომლოს და მთელი ინფორმაცია გაუზიაროს. შევთანხმდით უკრაინულ-პოლონური ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მომავალში რუსეთის მხრიდან მსგავსი სიტუაციების აღკვეთაზე იმუშავებს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი დივერსიული ქმედებები ყოველდღიურად მიმართულია უკრაინის, მათ შორის რკინიგზის წინააღმდეგ.
„უკრაინის რკინიგზაში“ სათანადო ზომები დავნერგეთ მსგავსი დივერსიების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვევა: ყველა ფაქტი ამაში რუსულ კვალზე მიანიშნებს. რუსების გარდა არავინ არის ამაში დაინტერესებული“, – წერს ზელენსკი.
თავის მხრივ, ტუსკმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან საუბრის შედეგად მათ შეათანხმეს „პოლონურ და უკრაინულ სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო რკინიგზებს შორის თანამშრომლობის ფორმები. მიზანი იქნება ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ეჭვმიტანილი არიან რუსეთთან კოლაბორაციაში და დივერსიული აქტების აღკვეთა“.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ