უკრაინა აცხადებს, რომ ყირიმში დრონებით დაარტყეს რუსულ სამხედრო აეროდრომს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 4 აგვისტოს, დღისით განაცხადა, რომ გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომ „საკის“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შავ ზღვაზე ს ოპერაციებისთვის გადამწყვეტ საავიაციო ბაზაზე დარტყმის შედეგად ზიანი მიაყენეს სამ თვითმფრინავს სუ-24, სრულად გაანადგურეს თვითმფრინავი სუ-30სმ და ამ ტიპის კიდევ ერთი თვითმფრინავი დააზიანეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რადგან მხოლოდ ერთი სუ-30სმ 35 მილიონიდან 50 მილიონ დოლარამდე ღირს.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ეს სამხედრო აეროდრომი 2022 წლის აგვისტოდან რამდენჯერმე იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.
2014 წლიდან, ს ანექსიის შემდეგ აეროდრომ „საკიზე“ დისლოცირებულია რუსეთის 43-ე საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკი.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები გამთენიისას იუწყებოდნენ აეროდრომ „საკის“ რაიონში აფეთქებების შესახებ.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმში და 18 – შავი ზღვის აკვატორიაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან