უკრაინა აცხადებს, რომ მისმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები

უკრაინა აცხადებს, რომ 2024 წლის პირველ დღეს მის ძალებს ს არმიასთან ჰქონდათ სულ მცირე 56 საბრძოლო შეტაკება, მას მერე, რაც გასულ ღამეს უკრაინის ქალაქებზე “რეკორდულად ბევრი” დრონითა და რაკეტით განხორციელდა იერიშები – იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მუქარით, რომ მომავალ დღეებში ზე თავდასხმები გაძლიერდება.
უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა 1 იანვარს გამოაცხადა, რომ შეტაკებები მოხდა დონეცკის რეგიონში და ბახმუტთან, ბოგდანოვკასთან, კლეშჩიევკასთან ანდეევკასთან ახლოს, და რუსეთის თავდასხმები მოგერიებულ იქნა. უკრაინის არმიის მესვეურებს არ გაუვრცელებიათ ცნობა მსხვერპლის შესახებ – არც მათ მხარეს და არც რუსეთის არმიის რიგებში.
1 იანვარს უფრო ადრე უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამით იტყობინებოდნენ, რომ გაანადგურეს ირანში წარმოებული “შაჰედის” ტიპის 87 დრონი, რომლებიც უკრაინის ქალაქებისკენ ღამით იქნა ნასროლი და დასძენდნენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გამოცემამ The Economist 1 იანვარს გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტთან, სთან – რომელშიც პრეზიდენტი რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდებს “ტერორისტულ ქვეყანას” და აცხადებს, რომ კრემლი არ ავლენს მშვიდობის დამყარების სურვილის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე კვლავ განიცდის დანაკარგებს. ზელენსკის თქმით, ნებისმიერი სიგნალი, რომ პუტინს მოლაპარაკების გამართვა სურს, მიანიშნებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ რუსეთი სამხედროების და შეიარაღების დეფიციტს განიცდის.
ზელენსკი ასევე ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელოვანი სამიზნეა რუსეთის ძალების დასუსტება ყირიმში – მაშინაც კი, როცა უკრაინის არმია იცავს ზეწოლის ქვეშ მყოფ ქალაქებს ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც სამოქალაქო პირები სულ უფრო ხშირად იღუპებიან რუსეთის მიერ დრონებით და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ