უკრაინა აცხადებს, რომ „კრიტიკულად” დააზიანეს რუსული სადესანტო გემი „იამალი“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 25 მარტს განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმზე სარაკეტო შეტევისას დააზიანეს ს დიდი სადესანტო გემი „იამალი“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, 23 მარტს, სევასტოპოლში შეუტიეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მე-13 სარემონტო ქარხანას, სადაც დარტყმის მომენტში „იამალიც“ იმყოფებოდა.
დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ სადესანტო გემის დაზიანება „კრიტიკული ხასიათისაა“ – ზედა გემბანის გახვრეტამ მარჯვენა ბორტის გადახრა გამოიწვია და საოკუპაციო ძალებს უწევთ წყლის მუდმივად ამოტუბვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის დიდ სადესანტო გემ „იამალს“, რომელიც ს ანექსიაში მონაწილეობდა, 2017-2023 წლებში არემონტებდნენ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე 23 მარტის სარაკეტო შეტევის სხვა დეტალები დაზუსტების ეტაპზეა.
პირველი ცნობები სევასტოპოლზე სარაკეტო დარტყმების შესახებ, 23 მარტს ღამით გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებით. 24 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა „წარმატებით დააზიანეს“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემები „იამალი“ და „აზოვი“, კავშირგაბმულობის ცენტრი და კიდევ რამდენიმე ობიექტი.

ასევე დაგაინტერესებთ