უკრაინა აცხადებს, რომ კალინინგრადთან რუსეთის საბრძოლო გემი დააზიანა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დააზიანა ს საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული. თუ დადასტურდება, ეს ცნობა იქნება ნიშანი ს მზარდი შესაძლებლობისა მიზანში ამოიღოს კრემლის ობიექტები მისი საზღვრებიდან მოშორებითაც.
პლატფორმაზე X გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც სარაკეტო გემს, “სერპუხოვს” გაუჩნდა, მთლიანად დააზიანა ხომალდის საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის შესაძლებლობები.
გამოცემები Kyiv Post-ი და Kyiv Independent-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა იდგა. რუსეთის სახელმწიფო მედია ამ თემაზე არაფერს აცხადებს.
ეს უკრაინის პირველი თავდასხმაა რუსეთის ხომალდზე ბალტიის ზღვაზე, თუმცა ში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევის ძალების სამიზნე რამდენჯერმე გახდა რუსეთის საბრძოლო გემები შავ ზღვაში.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინა გრძელი რადიუსის რაკეტებით იღებს მიზანში ობიექტებს რუსეთის სიღრმეში.

ასევე დაგაინტერესებთ