უკრაინა აცხადებს, რომ დრონებით იერიშის შედეგად, რუსული თვითმფრინავები გაანადგურა

ს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები გაანადგურა. 5 აპრილს, ს მიერ გავრცელებული ცნობით, მათ სულ მცირე, ექვსი რუსული თვითმფრინავი სამხრეთ როსტოვის რეგიონში მდებარე საჰაერო ბაზაზე, ღამით, დრონებით თავდასხმების შედეგად გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევმა ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევა ღამით დაიწყო, რუსეთის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავის გაშვებით.
კიევში უსაფრთხოების წყარომ სააგენტო “ფრანს პრესს” განუცხადა, რომ რუსეთის სამხრეთ როსტოვის რეგიონში მოროზოვსკის ავიაბაზაზე თავდასხმამ გაანადგურა სულ მცირე, ექვსი რუსული თვითმფრინავი და “კიდევ რვა ძლიერ დააზიანა”.
„ეს არის მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, რომელიც დიდად შეამცირებს რუსების საბრძოლო პოტენციალს“, – განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ თავდასხმა განხორციელდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და შეიარაღებული ძალების მიერ.
მედიასთან ოფიციალური კომენტარი რუსულ მხარეს არ გაუკეთებია. თავად “ფრანს პრესმა” კი ვერ შეძლო ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება.
რუსეთმა განაცხადა, რომ კიევის მიერ ღამით გასროლილი 53 დრონიდან 44-ს მიზანში სამხრეთ როსტოვის რეგიონი ჰყავდა ამოღებული. როსტოვი უკრაინის საზღვართან ახლოსაა და იქ ბევრი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი, მათ შორის სარდლობის შტაბი მდებარეობს.
„5 აპრილს ღამით და დილას, კიევის რეჟიმმა სცადა რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა საჰაერო დრონებით, თუმცა, მათი მცდელობა ჩაიშალა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
როსტოვის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ დრონებით თავდასხმამ მოროზოვსკზე, სადაც სამხედრო ავიაბაზა მდებარეობს, “მნიშვნელოვანი ზიანი” მიაყენა ელექტროსადგურს, რომელმაც დაახლოებით 600 მაცხოვრებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.
კიევმა საჰაერო თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო თვეების განმავლობაში გააძლიერა. კიევის დრონებით თავდასხმებს მიზანში აქვს ამოღებული როგორც სამხედრო, ასევე ენერგო ობიექტები, რათა შეაფერხოს რუსეთის მიერ საწვავის და აღჭურვილობის მიწოდება ფრონტზე მყოფი სამხედრო ძალებისთვის.
3 აპრილს, უკრაინულმა თვითმფრინავებმა ცენტრალური თათარსტანის რეგიონს შეუტიეს. თავდასხმა, ქვეყნების საერთო საზღვრიდან, დაახლოებით 1,100 კილომეტრში მოხდა, რაც ორწლიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე შორი რადიუსის შეტევაა უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით.
კიევმა განაცხადა, რომ მათ დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ფეთქებადი დრონების ქარხანას.
უკრაინული დრონებით თავდასხმები 5 აპრილს განხორციელდა ბელგოროდისა და კურსკის სასაზღვრო რეგიონებზე, ასევე სარატოვსა და კრასნოდარზე.
სარატოვში, გუბერნატორმა თქვა, რომ დრონებმა მიზანში ამოიღეს ენგელსი, ქალაქი, რომელიც საზღვრიდან, დაახლოებით, 500 კილომეტრში მდებაროებს. ამ ქალაქში რუსეთის მთავარი საჰაერო ბაზაა განთავსებული.
ამავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით მის ტერიტორიაზე ხუთი რაკეტა და 13 დრონი გაუშვა. კიევმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო 13-ივე დრონი, მაგრამ არაფერი უთქვამს რაკეტების შესახებ, რომელთაც მიზანში ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი ჰქონდათ ამოღებული.
მოსკოვის ძალების მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ ხელისუფლებამაც გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის თავდასხმების შესახებ.
რუსეთს მიერ დანიშნული ადგილობრივი წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ პარასკევს, უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხერსონში, ხუთი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი მძიმედაა. შვიდი ადამიანი კი გორლივკაზე თავდასხმის შედეგად, დონეცკის აღმოსავლეთში დაშავდა.