უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს – კიტ კელოგი

უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და ს საკითხებში კიტ კელოგმა განუცხადა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამ განცხადებით კელოგმა უპასუხა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის პოზიციას, რომლის მოსაზრებითაც, ში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა ისეთი სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომლითაც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე საკუთრების უფლება მიენიჭება.
მედიის ცნობით, ტრამპთან შეხვედრაზე კელოგი შეეწინააღმდეგა უიტკოფს და განაცხადა რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები ზოგიერთ პირობაზე, რომლებიც დაკავშირებულია რიგ ტერიტორიებთან, არასოდეს დათანხმდება მოსკოვისთვის ოთხ ოლქზე კონტროლის სრულად გადაცემას.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტისა და კელოგის შეხვედრა ტრამპის მხრიდან ამერიკული სტრატეგიის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. როგორც კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, მოლაპარაკებების თემა „უკრაინის დარეგულირების ასპექტები“ იყო.
წყარო: 1 არხი