ში McDonald's-მა 2025 წლის პირველ ნახევარში 9.9 მილიარდი გრივნის შემოსავალი მიიღო – 2026 წელს კომპანია უკრაინაში 11 რესტორანს დაამატებს

YouControl-ის მონაცემებით, ში McDonald's-მა 2025 წლის პირველ ნახევარში 9.9 მილიარდი გრივნის შემოსავალი მიიღო. ეს 26.9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის შემოსავალზე.
კომპანიის წმინდა მოგება 845.314 მილიონ გრივნამდეა შემცირებული, 2024 წლის პირველ ნახევარში კი “მაკდონალდსის” წმინდა მოგება 874.762 მილიონ გრივნა იყო.
McDonald's 2026 წელს უკრაინაში 11 რესტორნის გახსნას გეგმავს.
უკრაინაში McDonalds-ის განვითარების დირექტორის, ვიტალი სტეფურაკის ინფორმაციით, 2027-28 წლებში დაგეგმილია ქსელის განვითარების დაჩქარება, წელიწადში 15 ახალ დაწესებულებამდე.
“მომავალ წელს მინიმუმ 11 რესტორნის გახსნას ვგეგმავთ. 2027-28 წლებში კი ვგეგმავთ ქსელის განვითარების დაჩქარებას, წელიწადში 15 ახალ დაწესებულებამდე. ვხედავთ განვითარების პერსპექტივებს უკრაინაში, ამიტომ ვმუშაობთ ინვესტიციების თანდათანობით გაზრდაზე”, – ამბობს სტეფურაკი.
2025 წლისთვის ცხრა რესტორნის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმა დაკორექტირდა.
სტეფურაკის ინფორმაციით, 2025 წელს ქსელი 11 ახალი დაწესებულებით გაფართოვდება, წლის ბოლომდე კი სამი ახალი და ერთი განახლებული რესტორანი გაიხსნება.
შარშან ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებაში 1.8 მილიარდი გრივნა ჩაიდო, წელს კი დაახლოებით 2 მილიარდი.
ცნობისთვის, უკრაინაში McDonalds-ის პირველი რესტორანი 1997 წლის 24 მაისს, კიევში გაიხსნა.
ამ ეტაპისთვის უკრაინაში 117 რესტორანი ფუნქციონირებს, ხოლო 15 რესტორანი უსაფრთხოების მოთხოვნების გამო დაკეტილია.