უკრაინაში 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს

უკრაინამ დღეს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც დაეცნენ: კურახოვსკის, პოკროვსკის, ბახმუტსკის, უგლედარსკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებით.
დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ასევე დააბრუნეს ს ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ სულ 75 რეპატრიაცია განახორციელა, რომლის დროსაც 9 744 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს.